LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მქონდა მისი ნახვის საშუალება და ყველაზე მეტად ერთმა რამემ გამაოგნა” – მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილზე

2217
მიშა ვანო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი მისი შტაბის გახსნისას ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა, რომ მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ არავისზე არ არის გაბრაზებული. მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილზე.

„მერაბიშვილის შეცდომებზე საუბარს, სჯობს ყველამ საკუთარ შეცდომებს მოუაროს“: როგორ აფასებენ სააკაშვილის განცხადებას

"ჩემი აზრით, ეს იყო სააკაშვილის ფატალური შეცდომა, რამაც „ოცნებას“ 2012 წელს ხელი ძალიან შეუწყო“.

ვანო მერაბიშვილი, რომ გამოუშვეს მქონდა საშუალება მისი ნახვის და ყველაზე მეტად იცით რამ გამაოგნა? საერთოდ არ არის გაბრაზებული. ივანიშვილი, რომ ივანიშვილია, იმაზეც არ არის გაბრაზებული. ადამიანი იყო 7 წელი სამარტოო საკანში. ეს არის ტანჯვა-წამება ყველა საერთაშორისო ნორმით. ძაან ბევრი ადამიანი გადავიდოდა ჭკუიდან“, – ამბობს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები