LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მრცხვენია, რომ ოდესღაც თქვენ გიჭერდით მხარს.. შიში მარტო ღმერთის გვაქვს მეც და ჩემს ოჯახსაც და მამაჩემის გამო სიკვდილიც ვერ შეგვაშინებს“ – ნიკა გოგაშვილი

115
BeFunky-collage (4)

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაფერი შეცვლილა.

„მრცხვენია, რომ ოდესღაც თქვენ გიჭერდით მხარს. ისე იქცევით და ისეთ რეპრესიებს გვიწყობთ, არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ, რომ 9 წლიანი რეჟიმი გაიხსენოთ ან ხალხს ის უთხრათ, რომ თქვენ ჰუმანურები და კანონის დამცველები ხართ.

ვისაც ოდესმე ჩვენთვის გამარჯობა უთქვამს ყველას იბარებთ.

რა შეიცვალა? არაფერი.

ისევ მოსმენა

ისევ დაშინება

ისევ მოსყიდვა

ისევ ჩადება

ისევ იგივე ხალხი

უფრო კარგად კი არა ცოტა ნაკლებად ცუდად ვართ

პ.ს. შიში მარტო ღმერთის გვაქვს მეც და ჩემს ოჯახსაც და მამაჩემის გამო სიკვდილიც ვერ შეგვაშინებს“,- წერს ნიკა გოგაშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლის და, ხათუნა მარტყოფლიშვილი გამოიკითხა. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს მარტყოფლიშვილი თითქმის 3 საათის განმავლობაში პასუხობდა. მარტყოფლიშვილი სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი უახლოესი გარემოცვის დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებით დაიკითხა.

როგორც გოგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, დიმიტრი ღონღაძემ განაცხადა, ქონების გარკვეული ნაწილი ხათუნა მარტყოფლიშვილს დაუყადაღეს.

პრობლემა ის კი არ არის, გომელაური ფსბ-ს უფროსს თუ შეხვდა – კანონდარღვევაა ის, რომ უფროსის მოადგილე, რომელიც უკანონოდ დაინიშნა, გამდიდრდა, უკანონოდ მოქმედებდა და ახლა ათას ტყუილ-მართალს ლაპარაკობს, არავის მოუხდენია რეაგირება – ანდრო გოცირიძე გოგაშვილზე

ქართულ-რუსული სპეცსამსახურების შესაძლო კავშირზე გოგაშვილის გაჟღერებული ინფორმაცია გამოძიებას საჭიროებს: NGO-ები

ხოშტარია: გომელაურმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ შეფთან შეხვედრა შედგა, ეს სახელმწიფოს ღალატია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g