LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მსახიობები, რომლებიც აძლიერებენ ჰოლივუდს და აღაფრთოვანებენ მაყურებელს” – ჟურნალმა – Vanity Fair ყოველწლიური ჰოლივუდური გამოცემა წარადგინა

195
VF1224_Cover_embed-on-site

ჟურნალმა – Vanity Fair ყოველწლიური Hollywood Issue წარადგინა. ყველასთვის ცნობილია, რომ 1995 წლიდან, ჟურნალი – Vanity Fair ჰოლივუდს სპეციალურ ნომერს უძღვნის, რომელსაც სამმაგი გარეკანი აქვს.

როგორც წესი, გამოცემა სპეციალურ ნომერში თავს იმ ვარსკვლავებს უყრის, რომელთა სახელებიც წლიდან წლამდე აქტუალური და პოპულარული იყო.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალის საგანგებო ნომერი პრესტიჟული კინო და სატელევიზიო დაჯილდოებების სეზონის წინ იბეჭდება, ვინაიდან მასში მონაწილე სახეები, სწორედ მომავალი თემატური ღონისძიებების მთავარ ნომინანტებად და ჯილდოს მიღების პრეტენდენტებად მოიაზრებიან.

,,მსახიობები, რომლებიც აძლიერებენ ჰოლივუდს და აღაფრთოვანებენ მაყურებელს” – ასე აღწერს 31-ე ყოველწლიურ ჰოლივუდურ გამოცემას VF.

გამოცემის 2024 წლის შემაჯამებელი ჰოლივუდური ნომრის ფურცლებს 12 ვარსკვლავი ამშვენებს, რომელთა შორის არიან: ზენდეია, გლენ პაუელი, ნიკოლ კიდმანი, სიდნი სვინი, ლისა და ბილ სკარსგარდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები