რუსთაველის თეატრის მომხიბვლელი მსახიობი, ქეთი ხიტირი გათხოვდა. მისი რჩეული ამავე თეატრის რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა. ქეთისა და ნიკას სასიყვარულო ამბავი საკმაო ხანია გრძელდება და წყვილმა ურთიერთობის გაოფიციალურება გადაწყვიტა.
ქეთის ქორწილში ორიგინალური თეთრი სამოსი ეცვა. წყვილმა მეგობრებსა და მეჯვარეებთან, მსახიობებთან: დათუნა გოცირიძესა და ეკა მოლოდინაშვილთან ერთად, ჯვარის დასაწერად თელავს, ალავერდს მიაშურა. ქორწილი 29 ოქტომბერს შედგა.
წყვილს ვულოცავთ დაქორწინებას და ბედნიერებას ვუსურვებთ!..