LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა: „კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის…“

2473
ზურა ბერიკაშვილი

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ავრცელებს მსახიობ ზურა ბერიკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს და მას ემშვიდობება.

„კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის….“

მსახიობი დიდი ხანია, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს ებრძოდა…

სამწუხაროდ, ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა.

fortuna.ge დაუკავშირდა რეჟისორს, რომელმაც მსახიობის გარდაცვალება დაგვიდასტურა: „დღეს გარდაიცვალა…“, აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რეჟისორმა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად განუვითარდა ინფარქტი და როგორც მისი და, მანანა ბერიკაშვილი აღნიშნავდა, 15-20 წუთის განმავლობაში გული გაჩერებული იყო, რამაც ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია. ზურა ბერიკაშვილს ჯერ საქართველოში მკურნალობდნენ, შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მართვითი სუნთქვის აპარატიდან მისი მოხსნა გახდა შესაძლებელი, შემდეგ ისევ საქართველოში დააბრუნეს, სადაც მკურნალობას განაგრძობდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g