LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებმა 32 წლის წინ გატაცებული შვილი იპოვეს

570
This photo taken on May 18, 2020 shows Mao Yin (R) reuniting with his mother Li Jingzhi (C) and father Mao Zhenping (L) in Xian, in China's northern Shaanxi province. - A Chinese man who was kidnapped as a toddler 32 years ago has been reunited with his biological parents, after police used facial recognition technology to track him down. (Photo by STR / AFP) / China OUT (Photo by STR/AFP via Getty Images)

მშობლებმა 32 წლის წინ გატაცებული შვილი იპოვეს. საოცარი ისტორია ჩინეთში, ქალაქ სიანში მოხდა. მშობლებს 2 წლის შვილი 1988 წელს, სასტუმროს ტერიტორიიდან მოსტაცეს.

როგორც მშობლები იხსენებენ, 2 წლის მაო ინი მამას საბავშვო ბაღიდან მოყავდა, როდესაც პატარას ძალიან მოსწყურდა. მამამ მანქანა სახლისკენ მიმავალ გზაზე ერთ–ერთ სასტუმროსთან გააჩერა და წყლის მოსატანად გადავიდა. უკან დაბრუნებულს კი ბიჭუნა ავტომობილში აღარ დახვდა.

შვილის დაკარგვა დედამ ძალიან მძიმედ გადაიტანა. მან სამსახური მიატოვა და მაოს ძებნაში ლამის მთელი ქვეყანა შემოიარა. ქალმა მილიონობით ბუკლეტი დაარიგა, თუმცა ამდენი წლის განმავლობაში მას არავინ გამოხმაურებია.

მშობლებს იმედი არასდროს დაუკარგავთ, ხშირად  დადიოდნენ ტელევიზიებში და ცდილობდნენ ხმა მიეწვდინათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც შესაძლოა მათ შვილზე რამე სცოდნოდა.

2007 წელს დედამ მოხალისეთა ჯგუფიც შექმნა და მსგავს სიტუაციაში მყოფი მშობლების დახმარება დაიწყო. ჯგუფის მუშაობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მათ ათობით დაკარგული ბავშვი იპოვეს. სამწუხაროდ, მათ შორის მაო არ იყო.

2020 წელს კი ნამდვილი სასწაული მოხდა. აპრილის თვეში პოლიციას დაუკავშირდა 34 წლის მამაკაცი და შეატყობინა, რომ დაკარგული ბავშვი სწორედ ის იყო. მამაკაცი მცირე ასაკში იშვილეს და ეჭვი სწორედ ამის გამო გაუჩნდა.

სამართალდამცავებმა დნმ–ს ანალიზი ჩაატარეს და ყველა ეჭვი დადასტურდა. მოგვიანებით გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ ბიჭუნა ახალმა ოჯახმა უცნობი პირებისგან 840 დოლარად იყიდა და მისი წარმომავლობის შესახებ არაფერი იცოდა.

32 წლის წინ დაკარგული შვილისა და მშობლების შეხვედრა ძალიან ემოციური გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g