LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ – ირაკლი ლექვინაძე

99
საწვავისფასი

მსხვილ კომპანიებს მაღალი მარჟა საშუალებას აძლევდა საცალო ქსელში უფრო დაბალი ფასი ჰქონოდათ – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე მარტიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარდა. უკვე მარტის ბოლოდან ქვეყანაში გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან ევროპიდან განხორციელდა, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ აისახა. საანგარიშო პერიოდში, მცირე და მსხვილ ქსელებში, ფასთა სხვაობა, იგივე მარკის და ხშირად იგივე ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავზე, 30-60 თეთრი დაფიქსირდა.

მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ მსხვილ კომპანიებს მაღალი მარჟა საშუალებას აძლევდა საცალო ქსელში უფრო დაბალი ფასი ჰქონოდათ, ჩართულიყვნენ აქტიურ კონკურენციაში და საბაზრო წილი გაეზარდათ,“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ანგარიში ეკონომიკურ საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით წარუდგინა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, კონკურენციის ეროვნულ სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროები, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივად იმუშავებენ.

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მაგალითად, რუმინეთში და ბულგარეთში საიდანაც ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი 2022 წლის პერიოდში საცალო ფასები გაიზარდა 20-26 ცენტით. დაახლოებით, იგივე ზრდა ფიქსირდება რაც საქართველოში, თუმცა აპრილში 5-8 ცენტით შემცირდა, მაშინ როცა საქართველოში მაისიდან დაფიქსირდა 4-10 თეთრიანი კლება.

საწვავის ბაზრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი საერთო იმპორტში 69 პროცენტია, ხოლო საცალო ბაზარზე ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 59%-ს აღწევს, სხვა მცირე ეკონომიკური აგენტების წილი კი 41%-ის ფარგლებშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g