LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მსოფლიო ახალ სახიფათო ფაზაში შევიდა…ვირუსი მომაკვდინებელია” – ჯანმოს პრეზიდენტი

360
ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორი მორიგ მწვავე და სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თქვა, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ზრდის ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა.

„მსოფლიო ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა. უამრავ ადამიანს მობეზრდა სახლში ყოფნა და ეს გასაგებიც არის. ქვეყნებს შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკების გახსნა სურთ. თუმცა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მომაკვდინებელია და უამრავი ადამიანი რისკის ქვეშ არის“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მისგან ასეთი შინაარსის განცხადებები ახალი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ჯანმოს ხელმძღვანელი ასე ცდილობს, რომ მსოფლიო არ მოდუნდეს და შეზღუდვებზე უარი არ თქვას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g