LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ პროგნოზს აქვეყნებს

131
11

მსოფლიო ბანკმა ანგარიშის „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ იანვრის გამოშვება გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც წელიწადში ორჯერ ქვეყნდება (იანვარსა და ივნისში), წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

ანგარიშის თანახმად, 2021 და 2022 წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2023 წელს საქართველოში ეს პროცესი შენელდა, თუმცა მტკიცედაა შენარჩუნებული 6.5%-ის დონეზე. დოკუმენტის მიხედვით, ეს მონაცემი თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია, რადგან სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ ტურიზმის აღდგენასთან ერთად ფულადი გზავნილების ნაკადების შემცირება დააბალანსა.

„ინფლაცია 2023 წელს მკვეთრად შემცირდა, რაც განპირობებული იყო დაბალი სასაქონლო ფასებით, განსაკუთრებით სურსათსა და საწვავზე, ასევე, ლარის გამყარებით. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება.

პროგნოზის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 4.8%-მდე შემცირდება, რაც განპირობებული იქნება ეკონომიკის ზრდის შენელებით სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში და ფულადი ნაკადების შემოდინების კლებით. მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად, სავარაუდოდ, გონივრულობის ფარგლებში შემსუბუქდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები