LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ახალი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება

115
1588579098-EWaVicYWsAAD-32

მსოფლიო ბანკს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს. ამ პოზიციაზე 2020 წლის 1 მაისს შვედეთის მოქალაქე ანა ბიერდე დაინიშნა. ის უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის სტრატეგიულ, ანალიტიკურ, ოპერაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, თავისი ოცდახუთწლიანი კარიერის განმავლობაში ანა ბიერდეს რამდენიმე წამყვანი პოზიცია ეკავა მსოფლიო ბანკში. ის აღიარებული ლიდერია ეკონომიკის განვითარების სფეროში, ვიწრო სპეციალიზაციით ინკლუზიურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში.

ანა ბიერდემ ამ პოზიციაზე შეცვალა სირილ მიულერი, რომელიც ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2015 წლის ივლისიდან იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g