თვის დასაწყისში ლიზო სკანდალში გაეხვია, მას სამი მოცეკვავე ქალი სექსუალური შევიწროებისთვის უჩივის. არიანა დევისი, კრისტალ უილიამსი და ნოელ როდრიგესი, სასამართლოში „ბოდიშეიმინგისა“ და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ბრალდებითაც ჩივიან, სარჩელი ასევე რელიგიურ და რასობრივ დისკრიმინაციას მოიცავს.
სამი მოცეკვავე ქალი ლიზოს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივის
ახლა კი ირკვევა, რომ არტისტს ტოქსიკური გარემოს შექმნაში კიდევ 6 ადამიანი ადანაშაულებს. ინფორმაცია მოცეკვავეების ადვოკატმა რონ ზამბრანომ გაავრცელა, მისი თქმით, სექსუალური შევიწროების, „ბოდიშეიმინგისა“ და რელიგიურ ნიადაგზე შევიწროების შემთხვევები 2021-2023 წლებში ხდებოდა. მისი განცხადებით, ლიზო მათ გარეგნობისა და ზედმეტი წონის გამო აკრიტიკებდა. ასევე მოცეკვავეების თქმით, ლიზო არღვევდა მათ პირად სივრცეს და ხელით ეხებოდა სხეულზე. ლიზო არაპროფესიონალიზმსა და ტყუილში ასევე „ოსკარის“ ნომინანტმა რეჟისორმა, სოფია ნალი ალისონმა დაადანაშაულა.
აღსანიშნავია, რომ მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
„თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ, მაგრამ არც ბოროტმოქმედი ვარ“, – ამბობს მომღერალი.
ლიზოს საოცარი პერფორმანსი და სრული ანშლაგი O2 Arena-ის სცენაზე
ფოტო/ვიდეო: ლიზომ კიმ კარდაშიანის „ბალენსიაგას“ „ლუქი“ გაიმეორა