LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიო რბენასთან“ დაკავშირებით, 5 მაისს, კახეთში გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდება

107
შსს პოლიცია

საერთაშორისო მარათონთან „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, 5 მაისს, კახეთში გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.

ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე, შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე.

სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g