LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია უკვე საქართველოშია

124
2

31 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ნაციონალურმა ავიაკომპანიამ AIR FRANCE პარიზითბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც მთავრობის წევრები, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები, ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა, Air France-ის წარმომადგენლები და ფრანგი ტუროპერარტორები ესწრებოდნენ.

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. (ჩამოფრენა ოთხშაბათსა და კვირას, გაფრენა – ორშაბათსა და ხუთშაბათს).

დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.

AIR FRANCE-ის პირველი რეისით სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმგზავრა. “დღეს პირდაპირი ავიარესისების დანიშვნით საქართველო – საფრანგეთის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო. ძალას არ დავიშურებ ჩემი მანდატის პერიოდში, რომ საქართველომ დაამყაროს პირდაპირი კავშირები ევროკავშირის ყველა დედაქალაქთან”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/402885257166903/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები