LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ბანკები, მედია საშუალებები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან – რას აცხადებენ Microsoft-ში

149
ფრენების შეფერხება

CNN-ი აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების – „დელტას“, „გაერთიანებული ავიახაზების“ და „ამერიკული ავიახაზების“ ფრენები შეჩერებულია.

აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციის განმარტებით, ფრენების შეჩერება ეხება ყველა მიმართულებას.

„ამერიკულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-თან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემაა.

მუშაობა გააჩერა სიდნეის აეროპორტმა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია მსოფლიოში. პრობლემები შეექმნა აეროპორტებს გერმანიასა და ესპანეთში, მათ შორის, დაზარალდა ესპანური აეროპორტების ქსელი Aena.

IT ქსელის პრობლემის გამო მოძრაობა შეწყვიტა მატარებლებმა ბრიტანეთში. „მესამე მხარის გლობალური ტექნიკური პრობლემა” დაასახელა მუშაობის შეჩერების მიზეზად ლონდონის საფონდო ბირჟამ.

აშშ-მ განაცხადა, რომ არ მუშაობდა 911.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ბანკები, მედია საშუალებები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან. Microsoft-ი აცხადებს, რომ შესაბამის ზომებს ატარებენ, თუმცა მასობრივი შეფერხების მიზეზი დადასტურებული არ არის.

ფოტო: Reuters

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g