ლონდონის საუვენივერსიტეტო კოლეჯის მასწავლებელი, 28 წლის პიეტრო ბოსელი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება ასე რადიკალურად შეიცვლებოდა. ერთი წლის წინ, კუნთებიანი იტალიელის ფოტოებმა ინტერნეტი ააფეთქა, ხოლო „ინსტაგრამზე“ მისი გამომწერების რაოდენობამ 800 ათასით მოიმატა.
რამდენიმე თვის წინ, პიეტრომ ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა, სულ ცოტა ხნის წინ კი ის Emporio Armani-ს სპორტული ხაზის სახე გახდა.
„მომწონს, რომ ერთ დღეს საუკეთესო პროფესორებთან ერთად კონფერენციას ვესწრები, მეორე დღეს კი – ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერის ჩვენებებში ვმონაწილეობ“, – აცხადებს პიეტრო.



