LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 260 000-ს გასცდა

87
BeFunky-collage (3)

„კოვიდ 19“-სგან მსოფლიოში უკვე 260 484 ადამიანი განიკურნა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით 1 274 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულების რაოდენობით, პირველ ადგილზე აშშ (337 620), მეორეზე ესპანეთი (131 646), მესამეზე კი იტალიაა (128 948).

„კოვიდ 19“-ს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში ემსხვერპლა (15 887), მეორე ადგილზეა ესპანეთი (12 641), მესამეზე კი აშშ (9 132). სულ მსოფლიოში კორონავირუსს 69 479 ადამიანი ემსხვერპლა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემები მცირდება იტალიაში. ბოლო 24 საათში ვირუსს 525 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ესპანეთში, იტალიასა და ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვმა მცირედით იკლო

ერთ დღეში 518-ით გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთში კი ეს მაჩვენებელი 694-ია. 100 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ გერმანიაში.

შეერთებულ შტატებში კი გარდაცვლილთა რიცხვმა 9 ათას 600-ს გადააჭარბა. ვირუსის ეპიცენტრი ქალაქი ნიუ-იორკია, რომელსაც ათას სასუნთქ აპარატს ჩინეთი უგზავნის.

“მოვა უკეთესი დღეები, ერთმანეთს ისევ შევხვდებით” – ელისაბედ მეორე ბრიტანელებს სიმტიკიცისკენ მოუწოდებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g