LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვა უკეთესი დღეები, ერთმანეთს ისევ შევხვდებით” – ელისაბედ მეორე ბრიტანელებს სიმტიკიცისკენ მოუწოდებს

531
BeFunky-collage (2)

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა. ეს ისტორიის განმავლობაში დედოფლის მეხუთე სპეციალური მიმართვაა.

„მე მოგმართავთ ძალიან რთულ დროს, როცა ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება შეფერხდა, ვიღაცისთვის ამან უკვე მწუხარება მოიტანა, ბევრისთვის ფინანსური სირთულეები და ჩვენ ყველას შეგვეხო კოლოსალური ცვლილებები.

ვიმედოვნებ, რომ მომავალში ყველა შეძლებს იამაყოს, როგორ შევხვდით ერთად ამ სირთულეებს, ხოლო ისინი, ვინც მოვლენ ჩვენს შემდეგ, იტყვიან, რომ ბრიტანელების ეს თაობა არის ისეთივე ძლიერი, როგორც იყვნენ წინა თაობები. ისეთი თვისებები, როგორიცაა თვითდისციპლინა, მშვიდი გადაწყვეტილებები და თანაგრძნობა, კვლავინდებურად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა ელიზაბედ მეორემ.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანს და თითოეულ ბრიტანელს, რომელიც ითვალისწინებს რეკომენდაციებს, სახლში რჩება და ამით ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.

„ჩვენ ადრეც დაგვიძლევია სირთულეები, მაგრამ ამჯერად არის ერთი განსხვავება – ახლა ჩვენ გავაერთიანეთ ძალისხმევა პლანეტის ყველა ქვეყანასთან, ვიყენებთ მეცნიერების უდიდეს მიღწევებსა და ჩვენს ბუნებრივ, თანაგრძნობის უნარს განკურნებისთვის. ჩვენ მივაღწევთ წარმატებას და ეს წარმატება იქნება ყველა ჩვენგანის კუთვნილება.

თავი უნდა დავიმშვიდოთ იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სირთულე გველის, მოვა უკეთესი დღეები. ჩვენ ისევ ვიქნებით ჩვენს მეგობრებთან, ნათესავებთან ერთად, ჩვენ ისევ შევხვდებით“ – განაცხადა ელიზაბეტ მეორემ.

 

 

„კოვიდით“ ინფიცირებული ბორის ჯონსონი საავადმყოფოში რჩება: პრემიერს გამოკვლევებს უტარებენ

ერთ დღეში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 621 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ციფრი უფრო დაბალია, ვიდრე გუშინდელი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ერთ დღეში 708 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცმეებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან 4 934 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დადასტურებული 47  806 შემთხვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები