LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოვიდით“ ინფიცირებული ბორის ჯონსონი საავადმყოფოში რჩება: პრემიერს გამოკვლევებს უტარებენ

125
BeFunky-collage (1)

ბორის ჯონსონი კლინიკაში გადაიყვანეს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი პრემიერს კლინიკაში გადასვლის რეკომენდაცია ექიმმა მისცა, რადგან ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ მას ისევ აქვს სიმპტომები, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი საავადმყოფოში ტესტის გასაკეთებლად გადაიყვანეს.

„ბიბისის“ ცნობით, ბრიტანეთის პრემიერი საავადმყოფოში დარჩება. კორონავირუსთან დაკავშირებით მომდევნო მინისტრთა კაბინეტის სხდომას კი სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი ჩაატარებს.

ამ დრომდე ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მოვალეობების შესრულებას აგრძელებდა.

ბორის ჯონსონის ორსულ საცოლეს კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, თუმცა, ტესტირება არ ჩაუტარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g