LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში კოვიდვაქცინის 1.45 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, ყველაზე მეტი მოქალაქე აცრილია სეიშელის კუნძულებზე

91
Untitled design (1)

მეხუთე თვეა, მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს, ამ დროის განმავლობაში კი უკვე გამოყენებულია კოვიდვაქცინის 1.45 მილიარდზე მეტი დოზა.

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, კოვიდვაქცინით 23 მილიონზე მეტი აცრა ჩატარდა.

ის დოზები კი, რომელიც 5 თვის განმავლობაში გამოიყენეს, საკმარისია დედამიწის მოსახლეობის 9.5 %-ის სრულად ვაქცინაციისთვის.

რაც შეეხება ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას ქვეყნების მიხედვით, მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობით, პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს – ქვეყანაში გამოყენებულია ვაქცინის 392 მილიონზე მეტი დოზა.

მეორე ადგილზე აშშ-ია, გამოყენებული 273 მილიონი ვაქცინით.

ვაქცინაციის კამპანიის მიმდინარეობისას, ევროკავშირმა კოვიდვაქცინის 197 მილიონი დოზა გამოიყენა.

მეოთხე ადგილზე კი ინდოეთია – გამოყენებული 182 მილიონი კოვიდვაქცინით.

Bloomberg-ის მონაცემებით, პროცენტულად, ყველაზე მეტი მოქალაქე, სეიშელის კუნძულებზეა ვაქცინირებული, კუნძულებზე სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 63.9 %. მეორე ადგილზე კი ისრაელია, სადაც ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 56.3%.

magti 5g