მსოფლიოში პირველ გემების გვირაბს ნორვეგიაში გააკეთებენ. „CNN“-ის ცნობით, მთავრობამ ახალ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა და მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. გვირაბი ქვეყნის დასავლეში მდებარე კუნძულ სტადასთან გაკეთდება და ის პირდაპირ კლდეებს შორის გაივლის. მისი სიგრძე 1,6 კილომეტრი, სიგანე კი თითქმის 36 მეტრი იქნება.
ახალი გვირაბი სამგზავრო თუ სატვირთო ხომალდებს საშუალებას მისცემს, რომ გზა ბევრად შეამცირონ და ძლიერი შტორმებით ცნობილ ტერიტორიას თავი აარიდონ. ახალი პროექტის ღირებულება 315 მილიონი დოლარია და მშენებლობა სავარაუდოდ, 3-4 წელი მაინც გაგრძელდება.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გვირაბი ფუნქციონირებას 2023 წლისთვის დაიწყებს.