ფინეთი უკვე მეშვიდედ, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გახდა. ასეთ დასკვნამდე „მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის“ ავტორები მივიდნენ.
ფინეთთან ერთად სოციოლოგებმა ბედნიერი ქვეყნების რიცხვში შეიყვანეს დანია და ისლანდია, ამ ქვეყნებს მეორე და მესამე პოზიციები ერგოთ.
ბედნიერი ქვეყნების ათეულში არიან ასევე – შვედეთი, ისრაელი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია და ავსტრალია. ავტორთა ინფორმაციით, ეს სია პანდემიის შემდეგ თითქმის არ შეცვლილა.
ყველაზე უბედურ ქვეყნად ავღანეთი დაასახელეს, მასთან ერთად მოხვდნენ ასევე – ლიბანი, ლესოთო, სიერა-ლეონი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
საინტერესოა, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ბედნიერების დონის დასადგენად 6 მთავარ ფაქტორს აკვირდებიან: სოციალური მხარდაჭერა, შემოსავალი, ჯანმრთელობა, თავისუფლება, კეთილშობილება და კორუფციის არ არსებობა. სოციოლოგთა თქმით, სახელმწიფოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი კვლევის შედეგები, რადგან სოციოლოგიური პოლიტიკის დაკორექტირების საშუალება ეძლევათ.