LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულმა ძროხამ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და ახლა 4 მილიონი დოლარი ღირს

154
Capture

ბრაზილიაში თეთრი ძროხის მესამედი რეკორდულ 1,44 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Newsweek ავრცელებს.

4 წლის ნელორის ჯიშის, თეთრი ფერის ძროხა, სახელად Viatina-19 FIV Mara Imóveis ბრაზილიაში ჩატარებულ აუქციონზე გაიყიდა.

რეკორდული თანხა ცხოველის ნაწილში ერთ-ერთმა მეცხოველეობის ფირმამ გადაიხადა, ამასთან ძროხის მეორე ნაწილი 2022 წელს, იმ დროისთვის რეკორდულ 800 ათას დოლარად გაიყიდა. ასე რომ, ამ დროისთვის ძროხის საერთო ღირებულება 4,3 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ძროხად აქცევს.

ნელორი, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში ძროხის ხორცის საწარმოებლად ყველაზე მომგებიანი ჯიშია. ამ ძროხას თითქმის ყველანაირ კლიმატურ პირობებთან შეუძლია ადაპტირდება, მარტივად გადააქვს სიცხე და დაბალკალორიულ საკვებზეც მაღალ წონებს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები