LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

141
download

128 წლის ასაკში ბრაზილიაში გარდაიცვალა მსოფლიოს უხუცესი ადამიანი ხოსე პაულინიო გომესი. ამაზე Daily Mail წერს.

მამაკაცის ასაკი განსაზღვრეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მდგომარეობის აქტების ჩანაწერების ორგანოს ჩანაწერებით, სადაც დაბადების დროდ მითითებულია 1895 წლის 4 აგვისტო.

გარდაცვალების მიზეზი გახდა პოლიორგანული უკმარისობა, რის გამოც ბოლო დღეები ლოგინად ჩავარდა. გომესი გარდაიცვალა 28 ივლისს კორეგო დუ კაფეში, საკუთარ სახლში.

ცნობილია, რომ ის მესაქონლეობით იყო დაკავებული და ცხენით სიარულს მხოლოდ 4 წლის წინ შეეშვა. მას 7 შვილი დარჩა, 25 შვილიშვილი, 42 შვილთაშვილი და 11 კიდევ მათი შთამომავალი.

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლება ესპანელი ქალბატონი მარია ბრანიას მორერა, რომელიც 115 წლისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები