LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ქალმა თვითმფრინავით პირველად იმგზავრა – გინესის რეკორდსმენს 6 ადგილი დასჭირდა

36
465666544

მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ქალმა თვითმფრინავით გაფრენა მას შემდეგ შეძლო, რაც ავიაკომპანიამ მისთვის 6 ადგილი გამოათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox4 ავრცელებს.

„ეს ჩემი პირველი ფრენა იყო და დარწმუნებული ვარ არა უკანასკნელი. ამიერიდან მექნება ბედნიერება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე მოვინახულო. გულითადი მადლობა ყველას, ვინც ჩემს მოგზაურობაში იყო ჩართული.“- დაწერა Instagram-ზე რუმეისა გელგისმა მას შემდეგ რაც Turkish Airlines-ის ბორტით პირველად იფრინა.

ქალის სიმაღლე 215.16 სანტიმეტრია და 25 წლის თურქი გინესის რეკორდების წიგნშიცაა შესული.

რუმეისას სიმაღლე „უივერის სინდრომითაა“ გამოწვეული და დახმარების გარეშე მას გადაადგილებაც უჭირს.

თურქეთის ავიახაზებმა თვითმფრინავიდან 6 სავარძელი ამოიღო და ყველაზე მაღალ მგზავრს კომფორტული სივრცე მოუწყო. ფრენა 13 საათი გაგრძელდა და გელგისი სან-ფრანცისკოში ჩაფრინდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მამაკაციც თურქეთიდანაა. სულთან კიოსენის სიმაღლე 251 სანტიმეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები