LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი ღირსშესანიშნაობა ტრევის შადრევანია

77

მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი ღირსშესანიშნაობა რომში მდებარე ტრევის შადრევანია. 2016 წელს ტურისტებმა ფანტანში არც მეტი არც ნაკლები 1,5 მილიონი ევროს ხურდა ჩაყარეს.

გამოცემა „The times”-ის ცნობით, შეგროვილი ფული მთლიანად საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა და ის სავარაუდოდ, კათოლიკურ მისიას მოხმარდება. რაც შეეხება ცნობილ შადრევანს, შეგახსენებთ, რომ მასში ხურდის ჩაგდება იმას ნიშნავს, რომ ტურისტი რომში აუცილებლად დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ფანტანში ყველაზე ხშირად, ევროს, დოლარსა და იენას პოულობენ. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იქ მედალიონები, გასაღებები, სამაჯურები, სათვალეები და სხვა ნივთებიც უპოვიათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები