ნიდერლანდურმა ბუნების დაცვის ორგანიზაციამ Mountains to Sea Conservation Trust წვეთი (Psychrolutes marcidus) წლის თევზად დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა New York Post წერს.
თევზი -წვეთი ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და ტასმანიის სანაპიროზე, 1000 მეტრის სიღრმეში ბინადრობს. სახეობამ პოპულარობა სახეზე არსებული წამონაზარდის გამო მოიპოვა, ეს წამონაზარდი თევზს ადამიანის სახეს ამსგავსებს. წყლის ქვეშ ისინი ძალიან უკმაყოფილოები ჩანან, ხოლო ზედაპირზე მათი „სახე“ წნევის ცვლილების გამო განსაკუთრებით ტრაგიკულ იერს იღებს. 2013 წელს თევზი – წვეთი მსოფლიოში ყველაზე უშნო ცხოველად აღიარეს.
ახალ კონკურსში კი მან მთავარ კონკურენტთან შედარებით 300-ით მეტი ხმა დააგროვა. მეორე პოზიცია ატლანტიკის დიდთავას ხვდა წილად.
დაბოლოს, წლის თევზის მესამე ადგილი ვეშაპისებრმა ზვიგენმა დაიკავა.
