[მთავარი არხის] წილი, რომელიც ჩემი ცოლის სახელზეა, ვაპირებთ, გადავცეთ კოლექტივს, – აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ღამის მთავარის“ ეთერში აცხადებს.
მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილს უნდა ამ არხის დანგრევა, იგივე, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს და მისი მთავარი მოქმედი პერსონა „ტრიბუნას” ლიდერი, „ოცნების” ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეა.
„საეჭვოდ გააქტიურდა ბატონი ოქუაშვილის ტექსტები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ეს თუ გგონიათ, რომ შემთხვევით ხდება, თუ გგონიათ, რომ არ ვიცით, რა არ ვიცით, მინდობილობა მაქვს ნანახი ბატონი ჭიჭინაძის სახელით, „ტრიბუნა” როა, დავით ჭიჭინაძე, აი ის არის დღეს ოქუაშვილის მთავარი მოქმედი პერსონა აქ. ეს ჭიჭინაძე შემჩნეულია შვეიცარიის საელჩოს რუსულ სექციაში სიარულში, მათ შორის, „მთავარ არხთან” დაკავშირებით ტექსტებში და ეს გამოიდება ძალიან მალე. ბატონი ოქუაშვილი არის როგორც აღმოჩნდა, ასევე რუსეთის მოქალაქე და აქვს რუსული პასპორტი. ამას ჩვენ ბრიტანეთის სახელმწიფოს ვაცნობებთ…
მისი რუსეთის მოქალაქეობის და პასპორტის საკითხი იქნება გამომზეურებული, მისი ხელის ბიჭის, ფულგადახდილი რუსაპეტა დავით ჭიჭინაძის, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში სიარული მთავარ არხთან დაკავშირებული ტექსტებით – რომ ეს არხი წამოსაღებია და დასაფინანსებელი. თქვენ გგონიათ, რომ ზაზა ოქუაშვილს ფული აქვს?.
მე პირადად, წილს, რომელიც ჩემი ცოლის სახელზეა გაფორმებული , ვაპირებ, რომ გადავცე კოლექტივს, გადასცეს მანაც“, – აცხადებს ნიკა გვარამია. [მთავარი არხი]