LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის გახსნას ისევ აპირებს: „მიდის მუშაობა აქტიურად“

142
71138991-703504590166821-7493806414905737216-n-2019-09-12-09-57-54-786126-2021-12-17_11-55-59_350891

მთავრობა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის გახსნას ისევ აპირებს. „ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ელექტრომობილების ქარხნის პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები. „ეს პროექტი ჩემამდე იყო დაანონსებული. გარკვეული ხარვეზებიც იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ვერ შეიკრა ეს პაკეტი, როგორც უნდა გამოსულიყო. ამას დაემატა პანდემია, რომელმაც გადასწია ეს პერსპექტივა. ახლა, ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ეს პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2019 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g