LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა რესტორნებზე: შეიძლება გახსნის თარიღი უფრო ოპტიმისტური იყოს, ვიდრე ჩვენ ახლა გვაქვს მოლოდინი

72
h1

თუკი ყველა შევასრულებთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს და თუკი ყველა ერთად გადავინაწილებთ პასუხისმგებლობას, დიდი იმედი მაქვს, რომ რესტორნები არა მარტო აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

მისი თქმით, რესტორნების მდგომარეობა მართლაც რთულია და მთავრობას მათთან აქვს პერმანენტული კომუნიკაცია, იმისთვის, რომ ყველა პრობლემა ზედმიწევნით იცოდეს.

„პირველი თებერვლიდან იხსნებიან სავაჭრო ცენტრები, მოლები, მცირე და დიდი მაღაზიები, ინდმეწარმეები და ა.შ. 15 თებერვლიდან, თუ არ მოგვეცა ამის საშუალება მანამდე, იხსნებიან ბაზრობები ძალიან ფრთხილად, ვსაუბრობთ სკოლებზე, ვსაუბრობთ ტრანსპორტზე, რომლებიც მერწმუნეთ, არ მიწყენენ რესტორნები, რომ არის არანაკლებ და უფრო მეტად პრორიტეტული, იმიტომ, რომ უფრო მეტი რაოდენობის ადამიანს ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ, რომ პროცესი არ დავაზარალოთ,“- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, რესტორნების გახსნის ზუსტი თარიღის დასახელებას მთავრობა ერიდება, რადგან ეს თარიღი შესაძლოა, რეალურად უფრო ოპტიმისტური იყოს, ვიდრე ახლა არსებობს ამაზე ინფორმაცია.

„ჩვენ ვმუშაობთ რესტორნებთან, ავუხსნით, რატომ ვერიდებით კონკრეტული თარიღის დასახელებას, შეიძლება ეს თარიღი უფრო ოპტიმისტური იყოს, ვიდრე ჩვენ ახლა გვაქვს მოლოდინი, მაგრამ, რაც მთავარია, მათ გაიგეს ჩვენი ლოგიკა, რომ ყოველკვირეულად ხდება გადახედვა ე.წ დადებითობის მაჩვენებლის. დღეს გვაქვს პოზიტიური ტენდენცია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, დავაკვირდეთ და შევინარჩუნოთ. როგორც კი მოგვეცემა ამის საშუალება აჭარის მსგავსად და აჭარა კარგი მაგალითია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, სხვა რეგიონებზეც ეს გავრცელდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს,“- განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ცალკე აღებულ აჭარის რეგიონზეც საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება, რომ აჭარაში, კაფეებსა და რესტორნებში არ იყოს დიდი, ხალხმრავალი ღონისძიებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g