LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა

121
სტიქია გურიაში

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა.

ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

მთავრობის ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ 4 420 000 ლარი გამოეყოფა ყვარლის მუნიციპალიტეტს, 9 062 000 ოზურგეთის, 3 458 000 მარტვილის, 2 180 000 სიღნაღის, 940 000 ყაზბეგის, 990 000 ზესტაფონის, 583 000 ცაგერის, 3 883 000 გურჯაანის ს, 5 855 000 ჩხოროწყუს, 6 366 000 ჩოხატაურის, 4 027 000 თელავის, 1 872 000 ლაგოდეხის, 193 000 თიანეთის, 3 986 000 ქალაქ ქუთაისის, 5 738 000 ჭიათურის, 4 601 000 ონის, 2 059 000 საგარეჯოს, 1 750 000 ტყიბულის, 3 170 000 ზუგდიდის,  195 000 ხაშურის, 830 000 ლარი კასპის,  700 000 ბოლნისის, 380 000 ადიგენის, 1 185 000 ახალციხის, 500 000 ასპინძის, 1 110 000 საჩხერის, 444 000 ბორჯომის, 3 130 000 წალენჯიხის, 2 160 000 ლენტეხის, 4 480 000 ბაღდათის, 2 705 000 ვანის, 545 000 წყალტუბოს, 625 000 ხარაგაულის, 1 105 000 თერჯოლის, 1 785 000 სამტრედიის, 130 000 ხონის, 705 000 ხობის, 2 475 000 მცხეთის, 3 920 000 სენაკის, 1 440 000 აბაშის, 284 000 მესტიის, 2 500 000 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g