LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკში ირმა გურიელის, თინა მგალობლიშვილისა და ირინა მათიაშვილის ვარსკვლავები გაიხსნა

432
stars

„პირველი არხის“ ცნობით, მთაწმინდის პარკში, ტელეანძის მიმდებარედ პირველი ტელევიზიის სამი ტელესახის, ირინა მათიაშვილის, თინა მგალობლიშვილისა და ირმა გურიელის ვარსკვლავები გაიხსნა.

ამ ტრადიციას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წელს ჩაუყარა საფუძველი და სახელობითი ვარსკვლავები გაუხსნა ლეგენდარულ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელს, თენგიზ ნათაძეს და დავით სოკოლოვს.

წელს საქართველოს ტელევიზიას 65 წელი უსრულდება, შესაბამისად, აღნიშნული სამი ვარსკვლავის გახსნას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g