LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ბავშვობა მეგონა გაუნათლებელი ვიყავი.. მასწავლებელი რომ ამაყენებდა, ვერ ვკითხულობდი და მეუბნებოდა, დაჯექი შტეროო.. მერე აღმოვაჩინე, რომ დისლექსია მაქვს“ – გურამ კაშია

10610
irakli zarqua (2)

ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ, ევროპოპის ობიექტივში, პროექტის “გასვლითი შეხვედრა” საკუთარ თავზე და ბავშვობაზე ისაუბრა.

„დისლექტიკი ვარ. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია. ასოები მერევა. რაღაცას წავიკითხავ, ჩემს თავში მგონია, რომ ეს არის და რაღაც სხვა არის. მთელი ბავშვობა გავიზარდე იმ აზრით, რომ კითხვაში კარგი არ ვარ, მასწავლებელი რომ ამაყენებდა, წამაკითხებდა რაღაცას, ვერ ვკითხულობდი. მეუბნებოდა, “დაჯექი, შტერო, დებილო, გაუნათლებელო…” მთელი ბავშვობა მქონდა კომპლექსი. სანამ ჰოლანდიაში არ წავედი და ინგლისურის სწავლა არ დავიწყე. იქ მასწავლებელმა მითხრა, წადი, დისლექსიაზე შეემოწმეო. საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო ეს სიტყვა. წავედი და ტესტები გავიარე. საქართველოში მოსახლეობის 14%-ს დისლექსია სჭირს. სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, მთელი ცხოვრება ვერ გავიგებდი, რომ დისლექტიკი ვარ“, – ამბობს გურამ კაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები