LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთელი დღეა, ჩემი ფოტო დააქვთ აქეთ-იქით… მე ქართველი, მეგრელი ვარ და არასდროს ჩემს ხალხს ოკუპანტის ენაზე მიმართვას არ ვაკადრებ, არც არაფერია ამაში მისაბაძი..” – ზარქუა განმარტებას აკეთებს

11957
BeFunky-collage (7) (1)

“ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტოს ეხმიანება და მის ჩაცმულობის სტილთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

“დღეს მთელი დღეა, ჩემი ფოტო დააქვთ აქეთ-იქით და თან არასწორი ინტერპრეტაციით.

მე პირველ რიგში ქართველი, მეგრელი ვარ და არასდროს ჩემს ხალხს ოკუპანტის ენაზე მიმართვას არ ვაკადრებ და არც არაფერია ამაში ჩემი აზრით, მისაბაძი.

რაც შეეხება ხუმრობას და ხალისს ამ თემაზე, კი ბატონო, შეიძლება.

უბრალოდ მინდა იცოდეთ, გარკვეული პროცედურების გამო, თმების გადაპარსვა მომიწია და ამიტომ 2 კვირა მიწევს ასე ქუდით სიარული.. ეს არის და ეს”, – წერს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, დავით არახამია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელია.

42 წლის არახამია თავისუფალი ჩაცმულობის სტილით არის ცნობილი. მოლაპარაკების მაგიდაზეც არახამია დრეს-კოდის წესების დარღვევით მივიდა.

6 შვილის მამა, მეტსახელად „ბრაუნი“ და ქონება, რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურება – ვინ არის დავით არახამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები