“ოპოზიცია ემზადება ყველანაირი სცენარისთვის, აქ მთავარია ივანიშვილმა სწორად შეაფასოს რამხელა ზიანს მიიღებს არამარტო ქვეყანა და “ქართული ოცნება”, არამედ პირადად ის იმ შემთხვევაში თუ წავიდა უმეცარ გადაწყვეტილებაზე”,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “დღის თემაში” ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთელი ოპოზიციური სპექტრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფება.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა
“მთელი ოპოზიციური სპექტრი წარმოდგენილია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და ყველა აპირებს რომ დაიცვას ნიკა მელია. ვთვლით, რომ კი არ ვიცავთ ერთ ადამიანს, ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, არამედ ჩვენ ვიცავთ სიმართლეს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ვამტკიცებთ, რომ გავრილოვის ინსტრუქტაჟი ასე მარტივად ჩვენს ქვეყანაში არ სრულდება.
თუ ივანიშვილს სურს, რომ უკვე მეორედ, “გავრილოვის” ღამე მოაწყონ, ეს მისი პასუხისმგებლობაა. ამიტომ სწორედ მივმართოთ ჩვენი ისრები საითაც არის პაუსხისმგებლობა, ეს არის ივანიშვილის და ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელიც მის დავალებას ასრულებს”,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს არ ესწრება თავად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, პროცესზე მისი ადვოკატები იმყოფებიან. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.
