LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთელი საავადმყოფო ცნობს როგორც უპატრონო განწირულ ქართველს, ქალზე ოჯახმა უარი თქვა”

collage

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, მარიკა მარი იტალიაში გადაღებულ, ქართველი ქალის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით წევს. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა ოჯახმა მასზე უარი თქვა. მარიკა ემიგრანტებს მორალურ და ფინანსურ დახმარებას სთხოვს.

,,იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში მყოფო ქართველებო, მეგობრებო! მოგმართავთ თხოვნით, ერთი ძალიან კარგი, თბილი ქართველი ქალბატონი წევს საავადმყოფოში პონტიჩელში დე მარის საავადმყოფოში უკვე თვენახევარია ინსულტით.

ამ ხნის განმავლობაში სრულიად უპატრონოდ, სჭირდება ჩვენი მორალური და თანხობრივი თანადგომა, გუშინდლამდე თავს გრძნობდა უპატრონოდ და არც ოპერაციას თანხმდებოდა. ამ ქალზე საკუთარმა ოჯახმა უარი თქვა… გუშინ იყვნენ ქართველი გოგოები მისულები. საბრალომ გაიხარა და ხელი მოაწერა ოპერაციაზე თანხმობას.

ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ და ვისაც რამდენი შეგვიძლია, კვირას შევაგროვოთ თანხა და დავუდგეთ გვერდზე, ასევე, ვინც ახლოს ხართ პონტიჩელთან იქნებ დასვენების საათებში გააკითხოთ, მოინახულოთ. დიდი მადლობა წინასწარ. დალი ზაქარეიშვილი.

შეგიძლიათ ასეც იკითხოთ მთელი საავადმყოფო ცნობს როგორც უპატრონო განწირულ ქართველს“, – წერს მარიკა მარი

https://www.facebook.com/marika.antelava/posts/2374170769319535

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g