ნუცა ბუზალაძე, რომელიც მეგა შოუში American Idol მონაწილეობს და 12 საუკეთესო კონკურსანტს შორისაა, მხარდამჭერებს მიმართავს.
როგორც ნუცა წერს, მისთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება კვირას და ორშაბათს მხოლოდ ლაივის მსვლელობის დროს.
ნუცა ასევე აღნიშნავს, რომ ხმის მისაცემად მხოლოდ 2 საათი გვაქვს.
„ხმის მიცემა ამ კვირას და ორშაბათს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ლაივის მსვლელობის დროს! ლაივის ბოლოს გამოვლინდება ვინ გადადის შემდეგ ტურში! ესე იგი ხმას ვაძლევთ კვირას და ორშაბათს, ლაივი მიმდინარეობს 2 საათი, რაც იმას ნიშნავს რომ ხმის მისაცემად გვექნება მხოლოდ 2 საათი…
იწყება ლოს ანჯელესის დროით 5 საათზე, ნიუ იორკის დროით 8-ზე და საქართველოს დროით ვაყენებთ მაღვიძარას (?) დილის 4-ზე და ვერთვებით!
უკვე ჟიური ვერ გადაარჩენს რჩეულს ასე რომ მთლიანად თქვენს იმედზე ვარ! გთხოვთ გადააშეარეთ თქვენს მეგობრებთანაც და მოუწოდეთ ხმის მისაცემად, დიდი მადლობა!♥️
ვდებ ხმის მიცემის ინსტრუქციას‼️
? მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote
?მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app
?მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ნომერზე 21523
ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს!“ – წერს ნუცა ბუზალაძე.
„ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ლეგენდარულმა ჟიურიმ გადამარჩინა…ეს ჩემთვის სასწაული იყო” – ნუცა ბუზალაძე