LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მტრებს სურდათ, რომ რუსეთი სისხლიან დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, მაგრამ ვერ გათვალეს” – პუტინის მიმართვა

158
1650289502-პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთში დაწყებული აჯანყების შესახებ საუბრობს.

მისივე თქმით, მტრებს სურდათ, რომ რუსეთი სისხლიან დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, მაგრამ ვერ გათვალეს.

„სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხისთვის არის განწირული. აჯანყების ორგანიზატორებმა უღალატეს ხალხს და მათ, ვინც აჯანყების პროცესში იყო ჩართული. რუსეთის მტრებს სურდათ, ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, თუმცა მათ ეს არასწორად გათვალეს.

მადლობას ვუხდი „ვაგნერის“ ჯგუფის იმ ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – არ წავიდნენ ძმათამკვლელ სისხლის ღვრაზე და ბოლო ხაზთან შეჩერდნენ – შეგიძლიათ გააფორმოთ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, დაბრუნდეთ სახლში, ან გადახვიდეთ ბელარუსში.

ზუსტად ასეთი შედეგი – ძმათამკვლელი ომი – უნდოდათ ჩვენს მტრებს: ნეონაცისტები კიევში და მათი დასავლელი მფარველები და სხვადასხვა სახის ნაციონალ-მოღალატეები. მათ უნდოდათ, რომ დაღაპულიყვნენ სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო ჩვენი საზოგადოება გახლეჩილიყო, სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო. ისინი ოცნებობდნენ ფრონტზე და ე. წ. კონტრშეტევის მსვლელობის წარუმატებლობის რევანშზე, მაგრამ ვერ გათვალეს”, – აცხადებს პუტინი.

ამავე თემაზე:

„ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ – არავინ აპირებს ჩაბარებას“ – ევგენი პრიგოჟინი

„თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მებრძოლებს მიმართავს

ფოტოები: „სამხედროებით და ტანკებით პარალიზებული როსტოვი“ – რა ხდება ქალაქში, რომელიც არსებული ცნობით, „ვაგნერმა“ დაიკავა

ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერზე” თავდასხმაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება – რას პასუხობს კრემლი

„სანამ გენშტაბის უფროსი და შოიგუ არ მოვლენ, აქ ვართ“ – ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

„ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე სიტუაციას, მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო“ – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

ვინ არის ერთ დროს პუტინის „მზარეული“ პრიგოჟინი, რომლის წინააღმდეგ „ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები