მუხიანში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქუჩის თეატრის კოსტიუმები და რეკვიზიტი დაიწვა. ინფორმაციას ქუჩის თეატრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მსახიობი ირაკლი ბიგვავა ავრცელებს.
მუხიანის დასახლებაში, სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” გამთენიისას, დილის 5 საათისთვის ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო 21 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდზე მდგომ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.