LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურმან დუმბაძე: მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ, მივცეთ მოქალაქეობა, ჩაერთოს პოლიტიკაში და ამ ტემპით დავარტყათ 8-10-წლიანი რეფორმები

109
მურმან დუმბაძე

„მთავარი შემოქმედი, მთავარი პერსონა, ლიდერი, მთავარი პოლიტიკოსი, რომელმაც ეს დღე მოიტანა 23 ნოემბერს, არის მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროა, რომ მას დღეს პოლიტიკური პატიმრობიდან უწევს ამ ყველაფრის ყურება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურმან დუმბაძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

მისივე თქმით, 2003 წლის 23 ნოემბრის მოვლენამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლია.

„პირველ რიგში, მინდა, მიშას მივულოცო გიორგობა, დღევანდელი დღე და ვარდების რევოლუციის 18 წლისთავი, რადგან მთავარი შემოქმედი, მთავარი პერსონა, მთავარი ლიდერი, მთავარი პოლიტიკოსი, რომელმაც ეს დღე მოიტანა 23 ნოემბერს, არის მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროა, რომ მას დღეს პოლიტიკური პატიმრობიდან უწევს ამ ყველაფრის ყურება.

2003 წლის 23-მა ნოემბერმა, როგორც ამ მოვლენამ, დაადასტურა, რომ საშუალო სტატისტიკურ საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლია. ჩვენ ხომ 70 წელი სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, თითქმის საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, ყოველთვის გვიჩიჩინებდნენ, რომ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, სტრუქტურებს ვერ შევქმნით, რომ დამოუკიდებლები ვერ გავხდებით, სუვერენიტეტს ვერ შევინარჩუნებთ.

ხომ გაიარა სიზმარივით ამ ყველაფერმა, დამტკიცდა, რომ თურმე, საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლია. ჩვენ ხომ კორუფცია დავამარცხეთ, თითქმის დავამარცხეთ, კრიმინალი დავამარცხეთ, თითქმის დავამარცხეთ, სახელმწიფოს სტრუქტურები შევქმენით, დააკვირდით, რა კარგად დგას ეს საპატრულო პოლიციელი, ეს ვარდების რევოლუციის მონაპოვარია. ახლა მთავარია, ეს გზა გავაგრძელოთ.

ორიენტირი იმ დღეზე უნდა გავაკეთოთ ძალიან დიდი ტემპით. მიშა უნდა გავათავისუფლოთ, მას მოქალაქეობა უნდა მივცეთ, ის პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს და ამ ტემპით უნდა დავარტყათ 8-10-წლიანი რეფორმები და საქართველო სრულად და საბოლოოდ გავიმარჯვებთ, ყველა ერთად“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ბათუმში აქცია-პერფორმანსი – „მადლობა მიშა“ გაიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g