LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მუშაობის განახლებას ცენტრების 40% ვერ შეძლებს” – რა ზარალი ნახეს ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა

175
BeFunky-collage (12)

პანდემიამდე ბავშვთა გასართობი ცენტრების რაოდენობა დაახლოებით 200 იყო, ამ დრომდე კი საქმიანობა 60-მა ობიექტმა შეწყვიტა.

ამის შესახებ “ბიზნესკურიერის” ეთერში ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა ისაუბრა.

რაც შეეხება ზარალს, მთიულიშვილმა აღნიშნა, რომ 1500-დან 2000-მდე ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი.

„რეალურად, ერთადერთი გახსნის პირობა ჩვენთვის იქნება ის, რომ პირბადე უნდა გამოიყენოს მშობელმა” – რა შეზღუდვებით შეძლებენ ფუნქციონირების განახლებას ბავშვთა გასართობი ცენტრები

პანდემიამდე ოპერირებდა ბავშვთა გასართობი ცენტრების დაახლოებით 200 ობიექტი საქართველოს მასშტაბით, აქედან დაიკეტა 60 ობიექტი, რადგან ვეღარ გაუძლეს 1-წლიან წნეხს, ამ ეტაპზე დარჩენილია 140.

თუმცა როცა დააანონსა სახელმწიფომ დახურული სივრცეების გახსნა, 1 თვის წინ, ამას კიდევ რამდენიმე ობიექტი შეეწირა, იმის გამო რომ ჩვენ არ მოგვცეს მუშაობის საშუალება.

შესაბამისად, მოიჯარეები მივიდნენ ობიექტებზე და მოსთხოვეს მათ, რომ გადაეხადათ იჯარა. ამან გამოიწვია დაახლოებთ 10 ობიექტის დაცლა.

რაც შეეხება ზარალს, სექტორში დასაქმებული იყო დაახლოებთ 8000-მდე ადამიანი და ის 60-70 ცენტრი რაც გამოგვაკლდა, 1500-დან 2000 ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. მუშაობის განახლებას ამ ეტაპზე შეძლებს დაახლოებით 40%-ით ნაკლები, 130 ცენტრი.”-განაცხადა გიორგი მთლილიშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g