LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწერალთა სახლი: „მივიჩნევთ, რომ ახალი დირექტორი დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ უნდა აირჩიოს, პირდაპირი დანიშვნის წესი საფრთხეს უქმნის პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას“

189
Untitled design

„ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ“, – ამის შესახებ განცხადებას მწერალთა სახლი ავრცელებს.

საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

როგორც მიმართვის ავტორებიაღნიშნავენ, „პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას“.

„დაბ­რუნ­დე­ბა“ საქ სსრ მწე­რალ­თა კავ­ში­რის სული.. „ქართული ოცნება“ თავისუფალი კუნძულების ოკუპაციას აგრძელებს“ – როგორ აფასებენ მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას მწერლები 

„მწერალთა სახლის, როგორც კულტურულ-საზოგადოებრივი ინსტიტუციის ისტორია უკვე ათ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში ეტაპობრივად გაიზარდა ჩვენი გუნდის შემადგენლობა, გაფართოვდა სამუშაო პროფილი, წარმატებით განხორციელდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი.

საპრეზენტაციო სივრცესთან ერთად, მაჩაბლის 13 ნომერში ბინა დაიდო მწერალთა რეზიდენციამ, დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებმა. ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების ყოველ ეტაპზე მწერალთა სახლის სათავეში იყო ნატა ლომოური, ვინც ეს სახლი უფუნქციო შენობიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და ღია კულტურულ ინსტიტუციად აქცია. ყველა პროექტი და წარმატება პირდაპირ არის მისი და მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ინიციატივებისა და დაუღალავი შრომის შედეგი.

ჩვენთვის სამწუხაროდ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნატა ლომოური დღეს აღარ იკავებს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას. არადა, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, ორგანიზაციის საქმიანობა იყო მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული. ამას მოწმობს ჩვენი ბენეფიციარების – მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების უდიდესი მხარდაჭერაც. ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს მწერალთა სახლის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი.

მიგვაჩნია, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას.

ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ“, – წერია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

 

⭕️ მწერალთა სახლის განცხადება

მწერალთა სახლის, როგორც კულტურულ-საზოგადოებრივი ინსტიტუციის ისტორია უკვე ათ წელზე მეტს…

Posted by მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia on შაბათი, 12 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.

შესაბამისი ბრძანება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უკვე გამოსცა. მანამდე, ბოლო 4 წლის განმავლობაში მწერალთა სახლს ნატაშა ლომოური ხელმძღვანელობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g