LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვარ, ნებისმიერ ინფექციონისტს დავეხმარო, როგორც ექთანი და სანიტარი – გაფრინდაშვილი

741
BeFunky-collage (3)

“თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული როგორ შევებრძოლებით კორონავირუსს, მაქსიმალურად ერთმანეთის გვერდში დგომით გადაგვეტანოს,”- ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილმა  “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” სპეც-პრო­ექ­ტში “COVID19” სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან აღნიშნა, რომ მზად არის, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტებს გვერ­დით და­უდ­გეს, რო­გორც ექთა­ნი და რო­გორც სა­ნი­ტა­რი.

“საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩემი პროფესია არ არის უშუალოდ დაკავშირებული ამ დაავადებასთან, მაგრამ, მე მზად ვარ, თავისთავად ჩემი სამედიცინო განათლებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ეპიდემიოლოგს, ინფექციონისტს დავეხმარო, როგორც ექთანი, სანიტარი დავუდგე გვერდით, თუ ამის საჭიროება იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს დაგვჭირდეს. “- განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი სახელმწიფოს უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენით.

“ყველა ჩვენგანმა უნდა დავუდგეთ მთავრობას გვერდში, დღეს არ არის გაკიცხვის მომენტი, დღეს გადარჩენის მომენტია,”- ამბობს ექიმი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g