LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას, შუამავლების გარეშე: ვოლოდიმირ ზელენსკი

77
ზელენსკი და პუტინი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შუამავლების გარეშე შეხვდეს და ესაუბროს. როგორც იტალიურ არხთან საუბრისას ზელენსკიმ განმარტა, შეხვედრას არა ულტიმატუმის, არამედ დიალოგის ხასიათი უნდა ჰქონდეს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საზოგადოებას მთელი 8 წლის განმავლობაში სურდა რუსეთის ფედერაციასთან საუბარი.

უკრაინასთან ომში რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის ნათელია: ვოლოდიმირ ზელენსკი

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს, საკითხი ყოველდღიურად რთულდება. მე პირადად ასე მივიჩნევ, იმიტომ რომ ყოველდღე ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია უკრაინაში და ვხედავ დაცინვის, წამების, დახვრეტის კვალს, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. და სწორედ ამიტომ რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

ახლა საზოგადოება ამის მიმართ პოზიტიურად არ არის განწყობილი. მე როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას, შუამავლების გარეშე და დიალოგის პირობით, არა ულტიმატუმის“, – განაცხადა ზელენსკიმ.