LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მზად ვართ ნებისმიერი ღია კონსტრუქციული წინადადებების მისაღებად და კომუნიკაციის გასაგრძელებლად” – “საირმე მინერალ ვოთერსი” გაფიცულებს პასუხობს

224
Untitled design (1)

“საირმე მინერალ ვოთერსში” თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით, “ფორტუნა” კომპანიის დირექტორის მოადგილეს ესაუბრა. ლევან კასრაძის განცხადებით, კომპანია მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის. მისი განცხადებით, ამ დროისათვის მედიაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც აქვს ვადა და ის 16 თებერვალს სრულდება.

“დღევანდელ გაფიცვასთან დაკავშირებით, რომელიც პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული, მინდა აღვნიშნო, რომ მონაწილეობს თანამშრომლების ნაწილი, შესაბამისად, მეორე ნაწილი სრულად ჩართულია სამუშაო პროცესში და წარმოება მუშაობს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი იქნება თუ გაფიცული თანამშრომლები ხელს არ შეუშლიან იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ გაფიცულან და თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.

რაც შეეხება მედიაციის პროცესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ჯერ არ დასრულებულა და პროცესი 16 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს. მედიაციის პროცესს აქვს თავისი ვადა და ეს პროცესი მიმდინარეობს. კომპანია, გაფიცვამდე და მედიაციის პროცესის დაწყებამდე აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ ვართ მზად და ვიყავით აქამდეც, განგვევიხლა პროფკავშირების მიერ შემოთავაზებული მოთხოვნები და ამ მოთხოვნებზე ჩვენი შეთავაზებებიც გავუგზავნეთ და გვინდა, რომ გარკვეულ კონსენსუსამდე მივსულიყავით მოლაპარაკებაში, თუმცა კონკრეტული პასუხები ჩვენ შეთავაზებებზე არ მიგვიღია.

მოლაპარაკების პროცესში მათი მოთხოვნები რამდენჯერმე შეიცვალა და რამდენიმეჯერ გაიზარდა მოთხოვნებიც. ახალ მოთხოვნებს სჭირდება, დრო, ანალიზი და გონივრული ვადა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. კომპანია არის ღია და მზად კონსტრუქციული წინადადებების მისაღებად და ზოგადად კომუნიკაციისთვის”, – აღნიშნავს ლევან კასრაძე.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები გაიფიცნენ – რას ითხოვენ დასაქმებულები

კომპანიის დირექტორის მოადგილის თქმით, 62 დასაქმებულიდან 27 ადამიანია გაფიცული. კასრაძე იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი მალე დასრულდება.

“იყო საუბარი ხელფასებთან დაკავშირებით. წარმოებაში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასები რეგიონში საშუალო ხელფასზე მაღალია. ასევე, მინდა ვთქვა, რომ წინა წელს ხელფასები რამდენიმეჯერ მეტჯერ გაიზარდა, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი იყო. კიდევ ითქვა საპენსიო ფონდთან დაკავშირებით, ჩვენ ჩართული ვართ ამ სისტემაში და კანონით განსაზღვრულ გადასახადებს ვიხდით.

ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება და მზად ვართ ნებისმიერი ღია კონსტრუქციული წინადადებების მისაღებად და კომუნიკაციის გასაგრძელებლად. 62 დასაქმებულიდან 27 ადამიანია გაფიცული, წარმოება მიმდინარეობს და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ პროცესი მალე დასრულდეს”, – აღნიშნა “საირმე მინერალ ვოთერსის” დირექტორის მოადგილემ ლევან კასრაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g