LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაცემმა ცუკერბერგმა სელფი დადო ჩალურჯებებით: მასკთან კონფლიქტის ფონზე

148
Screenshot 2023-10-03 112338

მილიარდერმა მარკ ცუკერბერგმა სოცქსელებში სელფი გამოაქვეყნა და აჩვენა როგორი ნაცემია. ჩალურჯებებით ფოტო Instagram-ზე გამოჩნდა.

„ბრძოლა მთლად ისე ვერ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო“, – კომენტარი გააკეთა ნაცემმა ცუკერბერგმა და დაამატა: „ალბათ მომიწევს ავატარის განახლება“. მისი თქმით, ტრავმა ჯიუ-ჯიცუს ვარჯიშის დროს მიიღო.

სელფი დაიდო ცუკერბერგსა და SpaceX-ის დამაარსებელ ილონ მასკის კონფლიქტის ფონზე, რომლებიც მის გადაჭრას რინგზე აპირებდნენ. მას შემდეგ ცუკერბერგმა მოასწრო და ჯიუ ჯიცუში ლურჯი ქამარი მოიპოვა და თქვა კიდეც, რომ ბრძოლისთვის ნებისმიერ დროს მზადაა.

მასკი კი ჯერჯერობით სოცქსელებში პოსტებით შემოიფარგლება და აცხადებს, რომ ზურგზე ოპერაციის შემდეგ აღდგენისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება. ილონი ამბობს, რომ წელი მაშინ დაიზიანა, როდესაც 160 კილოგრამიანი სუმოისტის აწევას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები