LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალი“ მეძახეს მცირეწლოვანი შვილებთან ერთად… დედაჩემს ყველაფერი თავისი თვალით აყურებინეს, 50 კაციდან მხოლოდ ექვსია დაკავებული, შეიძლება ამ მასკარადში შევიდე?“ – ირაკლი ეძგვერაძე

4667
fot (5)

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ირაკლი ეძგვერაძემ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებმაც მასზე ფიზიკურად იძალადეს, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კოტე ზარნაძის ყველა მითითებას ასრულებენ.

როგორც ირაკლი ეძგვერაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, თავდამსხმელები „გავეშებულად იქცეოდნენ“.

„კახა კალაძე, რომელიც „რვა სულ ქურდზე“ აღტყინებით საუბრობდა, ვინმეს კრიმინალურ წარსულზე რომ გვესაუბრება, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება“ – ირაკლი ნადირაძე

„მთელმა გლდანის რაიონმა იცის, რა კაცია კოტე ზარნაძე და რა კაცია ირაკლი ეძგვერაძე“ – დაპირისპირება საკრებულოში  

„თავის არეში მაქვს ძირითადად, სახეზეც დარტყმული. ბეჭებზეც. რა ვიცი, ვეგდეთ და წიხლებით… შეძახილები მესმოდა შენი „ნაციონალი“… გინება. თითქოს საარჩევნო კამპანია გახსნეს. ზუსტად ასე იქცეოდნენ. მელიას ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, მესამე პრეზიდენტს. დალეწეს ყველაფერი.

ვიდეო: ნიკა მელიას თქმით, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი

ჩვენი გალახვა რომ არ იკმარეს, იმ სივრცეში, სადაც ჩემი ნივთები მაქვს, ყველაფერი დაანგრიეს და დალეწეს. პაპუასური, ვანდალური აქტი. მერე გარეთ იგინებოდნენ. არც მშობლებს მოერიდნენ. დედაჩემს ყველაფერი თავისი თვალით აყურებინეს. ჩემი მეგობრების მცირეწლოვან შვილებს“, – განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გამოძიებას არ ენდობა.

„მელიამ პოლიციის პროვოცირება მოახდინა.. ჩვენი პოლიციელები მაინც ქართველები და კაცთმოყვარენი არიან“ – ბექა ოდიშარია

„პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდა. თქვენ წარმოიდგინეთ აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში, რომ ვინმემ მუშტი-კრივით დაუპირისპირდეს პოლიციას, იქ რა მოხდება“.

„მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ყველაფერი ნათელია, ყველაფერი დღის შუქზეა გამოტანილი. წლამდე აქვთ ბრალი წაყენებული, როცა 50 კაცი მოვარდა. 30 კაცი შიგნით შემოვარდა, ყველაფერი დამილეწეს. ყველაფერი გატეხილია. „ნაციონალი“ მეძახეს მცირეწლოვანი შვილებთან ერთად… 50 კაციდან მხოლოდ 6-ია დაკავებული? ამას უნდა ვენდო? შეიძლება ამ მასკარადში შევიდე? ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა ვთქვა, რაც არ უნდა სიმართლე ვილაპარაკო, რაც არ უნდა გულწრფელად ვილაპარაკო, პირიქით შემომიტრიალდება ეს ყველაფერი,“ – განაცხადა ეძგვერაძემ.

ცნობისთვის, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა გუშინ, 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე განმარტა, დაკავებულების მხრიდან არსებობს დაზარალებულებზე და მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ამიტომ, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი.

ნიკა მელია და მასთან ერთად დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო – სამივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g