„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კობახიძე აცხადებს, რომ „ოპოზიციის წარმომადგენლები მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ სამუშაო პროცესში ვერ ჩაერთვებიან“.
კობახიძის განმარტებით, „შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას „არავითარი არც მატერიალური, არც ფორმალური ფასი არ აქვს“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის
„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს
„ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება. ბუნებრივია, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის” პარლამენტში შემოსვლას არავითარი არც მატერიალური, არც ფორმალური ფასი არ აქვს. აქედან გამომდინარე ლოგიკურია პარტნიორების მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობამ” უნდა მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს. იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც. უფრო მეტიც, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვიდრე ხელი არ მოეწერება გონივრულ ვადაში ამ დოკუმენტს, მანამდე „ნაცმოძრაობა” ვერ ჩაერთვება ვერცერთ სამუშაო პროცესში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებასთან არის დაკავშირებული. მათ მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, გონივრული ვადის ამოწურვის შესახებ საზოგადოებას სათანადო დროს აცნობებს.
6-7-თვიანი მსჯელობის შემდეგ, ენმ-მ გადაწყვიტა, წავიდეს მარცხჯვნივ: არჩილ თალაკვაძე
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – სერგეენკო „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლაზე