LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში, პარტიის 17-მა წევრმა დატოვა

225
ნაც მზა

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22-დან 14-მა წევრმა.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის კიდევ სამმა წარმომადგენელმა, რომლებიც საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ განცხადება პარტიის წევრებმა დღეს, 5 დეკემბერს, გააკეთეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.

მათი განმარტებით, საკრებულოში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და ჯერჯერობით არ აპირებენ ფრაქციის დაშლასაც.

პარტიის დატოვების მიზეზად მათ ენმ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება, კერძოდ, „მართვის არადემოკრატიული პრინციპები“ დაასახელეს.

პარტიიდან წასულები არ აკონკრეტებენ, ითანამშრომლებენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან, იმ შემთხვევაში, თუ ის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ჩამოაყალიბებს.

ხაბეიშვილი: „განსხვავებებმა არ უნდა დაგვაშოროს და დაგვაზიანოს – ყველას გთხოვთ, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს და თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს“

ვიდეო: „ნიკა მელია აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“ – რა კითხვას უპასუხა წერილობით ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში

როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მაია კალანდიამ განაცხადა, პარტიის დატოვების მიუხედავად, ისინი რჩებიან პარტიის საწყისი ღირებულებების ერთგული და გააგრძელებენ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას.

„ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ციხიდან.. ვაპირებთ ვუერთგულოთ დემოკრატიულ პრინციპებს და ამისთვის ვტოვებთ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას..“

ჩვენ უარს არ ვეუბნებით ჩვენს თანამებრძოლებს, იმ 8 ადამიანს, ვისთანაც ერთადაც მოვედით ამ დარბაზში და ვიბრძვით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – განაცხადა მაია კალანდიამ.

მისი სიტყვებით, ახალი პოლიტიკური პლატფორმა აუცილებლად შეიქმნება, რის შესახებაც საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან ინფორმაციას.

ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობაშია.

საკრებულოში 22 მანდატი „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ ჰქონდა, 20 – „ქართულ ოცნებას“, 3 კი – „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

„ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან“ – გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები