„ნაციონალურმა მოძრაობა“ ხვალ, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.
აღნიშნულის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
„ბრძოლა იქნება ყოველდღიური და სადაც უნდა წახვიდე ირაკლი, ანტუნი, ტრი-ტრი, ყველგან მოგიწევს უკან-უკან გამოხედვა, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის სუნთქვას იგრძნობ ზურგში.
ხვალ 17:00-ზე ყველას გელოდებით კანცელარიასთან. პროტესტი იქნება ყოველდღიური, სანამ არ გავალთ შედეგზე. შედეგი არის შემდეგი – პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და საპარლამენტო მუშაობას წყვეტს.
„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი
„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე
„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე
„საქართველო, შენ წამართვი ჩემი ახლობელი ადამიანი, ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო“ – ლიზა იასკო
„ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“ – ნიკა მელია
“ნაციონალური მოძრაობა” ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქციას მართავს