„სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობისთვის“ იმ აქტუალობას დაკარგავს, რომელიც აქამდე ჰქონდა და დაივიწყებენ ისე, როგორც მაგალითად, ჩვენ არ გვახსოვს როგორი თოვლი მოვიდა შარშან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ პრეზიდენტის სტატუსის გამო სჭირდებოდა:
„ჩვენ კი არ ველოდებით, არამედ ვხედავთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იმ ილუსტრაციას, რაც გამოწვეულია „ნაცმაიდნის“ ვერშედგომის გამო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ეს ლუსტრაცია გაგრძელდება, რადგან მათი ქმედებები ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა ხოლმე.
საინტერესოა, რა ბედი ეწევა მათ ერთ-ერთ ლიდერად გადაქცეული სალომე ზურაბიშვილს. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით და ობიექტური დამკვირვებელიც კი, სულ რომ არ იყოს ჩართული პოლიტიკაში, გარედანაც კარგად დაინახავდა, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ მისი სტატუსიდან გამომდინარე სჭირდებოდა.
„საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა, ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან“ – სალომე ზურაბიშვილი
„საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა, ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან“ – სალომე ზურაბიშვილი
როდესაც ზურაბიშვილს ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, მაშინ სჭირდებოდათ, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან ესაუბრა, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან ათასი ტყუილი და დეზინფორმაცია გაევრცელებინა.
ახლა იგი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, დარწმუნებულები ვართ, „ნაცმოძრაობისთვის“ იმ აქტუალურობას დაკარგავს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ჰქონდა და ისე დაივიწყებენ, როგორც მაგალითად, ჩვენ არ გვახსოვს როგორი თოვლი მოვიდა შარშან“. – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.